2025
ძვირფასო მომხმარებელო, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოსახურებით სარგებლობის პირობებს, რომელიც წარმოადგენს მომხმარებელსა და იზიფეის შორის ჩარჩო ხელშეკრულებას, (შემდგომში - ხელშეკრულება).
ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ ხელშეკრულების პირობებს და ვალდებული ხართ განუხრელად დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება თქვენ მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობა და სხვა მომსახურების პირობები. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა.
გასათვალისწინებელია, რომ თუ თქვენ გაქვთ წვდომა წინამდებარე აპლიკაციაზე, შესაბამისად თქვენ უკვე გახსნილი გაქვთ ანგარიში შპს „იზიფეის“ საფულეში შპს „იზიფეის“ აგენტების მეშვეობით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგადი პირობების გარდა კონკრეტული მომსახურების მიღებისას შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული და სპეციფიკური წესები, რომლის შესახებაც თქვენ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტული მომსახურების მიღების პროცესში. ზოგად პირობებსა და სპეციფიკურ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სპეციფიკურ პირობებს. ჩვენი მომსახურება შეგიძლიათ მიღოთ აპლიკაციის საშუალებით.
ჩვენი საკომისიოს მინიმალური და მაქსიმალური ოდენობის გასაცნობად გადადით ბმულზე.
საგადახდო დავალება მიღებულად ითვლება მყისიერად, გადახდის დადასტურების მომენტიდან.
1.1. ტერმინთა განმარტება:
1.1.1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერი) - შპს იზიფეი (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული და მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N 34, ბინა 94; საიდენტიფიკაციო ნომერი: 405420566; პროვაიდერის ლიცენზიის ნომერი: 0092-2904 წარმოდგენილი მისი დირექტორის გიორგი ასლანიშვილის მიერ), რომელიც მომხმარებელს უწევს საგადახდო მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
1.1.2. ზედამხედველი ორგანო - საქართელოს ეროვნული ბანკი; ვებ-გვერდი: https://nbg.gov.ge/;
1.1.3. საგადახდო მომსახურება - საგადახდო ან/და სხვა მომსახურება; პროვაიდერის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და მის საფუძველზე, მობილური ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით, პროვაიდერის ელექტრონული საფულის კლიენტების მიერ შესრულებული საგადახდო მომსახურება, რომელიც გულისხმობს მომხმარებლისგან მიღებული გადახდების მიმღებისათვის გადარიცხვისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებას;
1.1.4. საგადახდო ინსტრუმენტი (შემდგომში - “აპლიკაცია”/”საგადახდო ინსტრუმენტი”) - პროვაიდერის მიერ შექმნილი აპლიკაცია, რომელიც საშუალებას იძლევა კლიენტმა ნახოს საკუთარი ანგარიში, მასზე მომხდარი ოპერაციები, დააინიციროს გადახდა მერჩანტთან QR კოდის სკანირების გზით ან მიიღოს დასადასტურებლად გადახდა მერჩანტისგან QR კოდის სკანირების საშუალებით, ასევე სადაც შესაძლებელია კლიენტმა განახორციელოს პროვაიდერის სისტემაში შიდა გადარიცხვები, გაეცნოს პროვაიდერის მომსახურების სიახლეებს და მოახდინოს ონლაინ კომუნიკაცია პროვაიდერთან.
1.1.5. ანგარიში - ელექტრონული ანგარიში, საგადახდო ინსტრუმენტი ტექნიკური საშუალება რომელიც იძლევა ელექტრონული ფულის გამოყენების საშუალებას;
1.1.6. მიმღები - პირი, რომელსაც შპს „იზიფეი“ უწევს საგადახდო მომსახურებას, მერჩანტი ან პროვაიდერის კლიენტი ფიზიკური პირი
1.1.7. მერჩანტი - სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტი, რომელიც სარგებლობს პროვაიდერის მიერ შეთავაზებული ელექტრონული კომერციის მომსახურებით
1.1.8. ვალუტა - ეროვნული ვალუტა - ლარი (GEL);
1.1.9. აგენტი - პირი, რომელიც პროვაიდერთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საგადახდო მომსახურების მიწოდებისას მოქმედებს ამ პროვაიდერის სახელით
1.1.10. მონაცემთა დამუშავება - ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
1.1.11. QR კოდი - პროვაიდერის პროგრამიი მიერ გენერირებული კოდი რომელიც გამოსახულია თეთრ ფონზე და მოიცავს ან გადახდის ოპერაციის შესახებ მონაცემბეს (მაგალითად მერჩენტის მიერ დაგნერერიებული კოდი მოიცავს გადახდისოპერაციის ნომერს, თანხას და /ან ომსახურების პროდუქტის აღწერას) ან კლიენტისან/და მერჩანტის ანგარიშის ნომერსა და ვალუტას.
1.1.12. QRკოდის მეთოდით გადახდა - პროვაიდერის მერჩანტებსა და კლიენტებს შორის აპლიკაციის საშალებით ინიცირებული ანგრიშოსწრების/ გადარიცხვის შესახევ ინფრმაციის გადაცემის სწრაფი მეთოდი.
1.1.13. არაავტორიზებული გადახდა - ისეთი გადახდა, როდესაც არ არსებობს გადამხდელის თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე;
1.1.14. გადახდის ოპერაცია − გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიციირებული ფულადი სახსრების განთავსების/ჩარიცხვის, გადარიცხვის ან გატანის ოპერაცია;
1.1.15. საგადახდო დავალება - გადამხდელის ან მიმღების მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული დავალება გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე;
1.1.16. საკომისიო - საკომისიო, ასევე, მომხმარებლის ნებისმიერი სახის ფულადი ვალდებულება, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს პროვაიდერის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის საფასურს;
1.1.17. მონაცემთა შენახვის სანდო საშუალება (სანდო საშუალება) - მონაცემთა შენახვის ნებისმიერი საშუალება, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისე შეინახოს პერსონალურად მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია, რომ შემდგომში შეძლოს შენახული ინფორმაციის მიზნებიდან გამომდინარე ადეკვატური დროის განმავლობაში მისი ნახვა და შენახული ინფორმაციის უცვლელად რეპროდუქცია (მაგალითად, USB ფლეშ-მეხსიერება; CD-ROM; DVD; პერსონალური კომპიუტერის მყარი დისკი, სადაც ელექტრონული ფოსტით მოსული ინფორმაციის შენახვაა შესაძლებელი; ინტერნეტ-გვერდი/აპლიკაცია, რომელიც ზემოაღნიშნულ პირობებს აკმაყოფილებს);
1.1.18. საგადახდო მომსახურების მომხმარებელი/კლიენტი (მომხმარებელი) – პირი, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი ან/და მიმღები
1.1.19. გადახდა – ფულადი სახსრების გადაცემა, რომელსაც გადამხდელი ახორციელებს მიმღების სასარგებლოდ.
1.2. ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ რომ:
1.2.1. ხართ სრულწლოვანი, 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 7-დან 18 წლამდე პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ ხელშეკრულება, მიიღოთ სერვისის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;
1.2.2. განუხრელად დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სერვისით სარგებლობის პირობებს;
1.2.3. წარმოადგენთ ჩვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
1.2.4. დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
1.2.5. მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის ან ნებისმიერი რეკვიზიტის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშის რეკვიზიტებს, რათა დაცული იყოს თქვენს პირად ანგარიშზე არსებული აქტივი და ინფორმაცია;
1.2.6. გეკუთვნით ან ფლობთ ყველა საჭირო უფლებას, ნებართვას საიმისოდ, რომ გამოიყენოთ და ნება დართოთ პროვაიდერს რათა მან გამოიყენოს თქვენს მიერ მისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, ამ ხელშეკრულებისა და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის წესების შესაბამისად (რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე);
1.2.7. არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;
1.2.8. არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;
1.2.9. არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ-გვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;
1.2.10. არ განახორციელებთ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ასევე რეკლამირებას ჩვენი ვებ-გვერდის ან მომსახურების მეშვეობით;
1.2.11. არ განახორციელებთ კანონით აკრძალულ ისეთი ქმედება(ს), როგორიცაა ფულის გათეთრება, ტერორისტთა/ტერორიზმის დაფინანსება ან ხელშეწყობა, იარაღის შესყიდვა და ა.შ.;
1.2.12. თქვენთვის ნებისმიერი ინფორმაციის მოწოდება განხორციელდება აპლიკაციის ან/და რეგისტრირებულ მობილურ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით
1.2.13. თუ ხართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი ან მეწარმე სიბიექტი, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმე, თქვენ გაქვთ უფლება ელექტრონული ფულის სქემაში მონაწილეობდეთ, მხოლოდ როგორც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები (მერჩანტი/აგენტი), და არ შეიძლება მოქმედებდეთ, როგორც გადამხდელი, გარდა გადამხდელისთვის განხორციელებული ოპერაციის თანხის დაბრუნების შემთხვევისა. თქვენ უფლება გაქვთ ელექტრონული ანგარიში გამოიყენოთ გადახდის ოპერაციის დროს მხოლოდ თანხის მისაღებად. თუ საგადახდო მომსახურებით სარგებლობთ, როგორც იურიდიული პირი ან მეწარმე სუბიექტი, აუცილებელია გაიაროთ შესაბამისი რეგისტრაცია და მიუთითოთ თქვენი მოქმედი საბანკო ანგარიში, ვინაიდან ჩვენ უზრუნველვყოფთ ელექტრონული ფულის მიღებიდან არაუგვიანეს 15 საბანკო დღეში აღნიშნული ელექტრონული ფულის მოცულობის ეკვივალენტური ფულადი სახსრების თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვას.
1.2.14. ჩვენი სერვისით ყოველი სარგებლობისას, თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი მონაცემები ჩვენ მიერ შესაძლებელია გადამოწმდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.
2.1. ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხიმგებლობას მომხმარებლის მიმართ ნებისმიერი და ყველა ზიანის, ზარალის, სარჩელის, ვალდებულებების და ხარჯებისათვის, რაც გამოწვეულია უშუალოდ ჩვენი მიზეზით.
2.2. საზედამხედველო ორგანო არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი პროვაიდერის მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.
2.3. პასუხისმგებლობა გვეკისრება მხოლოდ გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობის, არასწორად ან/და ვადის დარღვევით შესრულების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ ჩვენი ბრალით და მიზეზით;
2.4. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ზიანისთვის ან შედეგისათვის, რომელიც გამოწვეულია თქვენი მიზეზით ან ბრალეული ქმედებით, ასევე თქვენს მიერ ანგარიშთან დაკავშირებული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობის შემთხვებში.
2.5. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის ან არასწორად შესრულებისთვის, რომელიც გამოწვეულია თქვენს მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებაში მითითებული არასწორი ინფორმაციით, მოპარული ან დაკარგული ანგარიშით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით, უსაფრთხოების ზომების დაუცველობით „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.6. ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომების ან პერსონიფიცირებული უსაფრთხოების საშუალებების დაუცველობით გამოწვეული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის. თქვენ ვალდებული ხართ უმოკლეს ვადაში შეგვატყობინოთ საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შესახებ, ასევე ელექტრონული ანგარიშის მოხმარების წესების დარღვევიის თაობაზე.
2.7. საგადახდო ინსტრუმენტის მოპარვით ან დაკარგვით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით წარმოშობილი ზიანისთვის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არაავტორიზებული ოპერაციის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის თქვენი პასუხისმგებლობა განისაზღვრება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;
2.7.1. გადამხდელი პასუხისმგებელია მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის არაუმეტეს 100 ლარისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესრულებულია შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი:
2.7.1.1. საგადახდო ინსტრუმენტის მოპარვის, დაკარგვის, უკანონო მითვისების მომხმარებლის მიერ აღმოჩენა შეუძლებელი იყო ოპერაციის განხორციელებამდე;
2.7.1.2. დაკარგვა გამოწვეული იყო საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან/და მისი აგენტის მოქმედებით ან უმოქმედობით.
2.7.2. გადამხდელი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი თაღლითური ქმედებით, აგრეთვე მის მიერ აგრეთვე წინამდებარე ხელშეკრულების 9.5.1 – 9.5.3 პუნქტებით განსაზღვრული ერთი ან ერთზე მეტი ვალდებულების განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობით. ამ შემთხვევაში არ მოქმედებს 2.7.1. პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა.
2.8. ყურადღებით გაეცანით საგადახდო დავალების შესრულებისთვის აუცილებელ ინფორმაციას და სწორედ შეიყვანეთ რეკვიზიტები. თქვენ მიერ შეყვანილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ჩვენ არ გვეკისრება.
2.9. გადახდის შესრულებისას, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ იხდით კონკრეტული მიმღების მომსახურების ან პროდუქციის საფასურს. როგორც კი დააფიქსირებთ გადახდას და აირჩევთ სასურველი გადახდის ფორმას, ანგარიშზე დაიბლოკება შესაბამისი ოდენობის თანხა. თუკი რაიმე ხარვეზის გამო (მაგალითად ტექნიკური ხარვეზი ოპერატორის მხრიდან), დროულად არ მოხდება სერვისის მიწოდება, ჩვენი სისტემა მიმართავს მიმღებს და თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე. ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი თანხის უკან დაბრუნების პროცესის სისწრაფეზე. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას არსებული შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ჩავერთოთ პროცესის დაჩქარებაში. თანხები, რომლებიც ჩაირიცხა თქვენი მითითებით და მოთხოვნით თქვენს მიერ არჩეულ სერვისზე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ სერვისის მომწოდებელი უარს გვეუბნება წარმატებით შესრულებული გადახდის გაუქმებაზე. გადახდა მიღებულად ითვლება თქვენს მიერ გადახდის შესაბამის ღილაკზე დადასტურების მომენტიდან.
2.10. მომხმარებელი პასუხისმგებელია თავის მიერ პროვაიდერისათვის საგადახდო დავალებით მიწოდებული რეკვიზიტების სისწორისა და სისრულისთვის.
3.1. თქვენ ვალდებული ხართ, ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოთ თქვენი ელექტრონული ანგარიშის ნებისმიერი რეკვიზიტი (ტელეფონის ნომერი, პაროლი, ელ.ფოსტის მისამართი და სხვა) და არანაირი ფორმით არ გაუმჟღავნოთ იგი ნებისმიერ მესამე პირს. უსაფრთხოების დაცვის მიზნით:
3.1.1. პერიოდულად (არანაკლებ 3 თვეში ერთხელ) შეცვალეთ თქვენი პაროლი.
3.1.2. არ ჩაიწეროთ ან სხვაგვარად შეინახოთ თქვენი ანგარიშის რეკვიზიტები, რათა ადვილად ხელმისაწვდომი არ გახდეს მესამე პირისთვის
3.1.3. არ აირჩიოთ ადვილად გამოსაცნობი ან რაიმე მნიშვნელობის მქონე პაროლი, რომელიც შესაძლებელია ადვილად გამოსაცნობი იქნას სხვა პირის მიერ;
3.1.4. რეგისტრაციისას მითითებული მობილურის ნომერი შეინახეთ უსაფრთხოდ, რადგან მობილურის ნომრით შესაძლებელია ავტორიზაცია ანგარიშზე (sms ავტორიზაცია). მობილური ნომრის ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიუთითოთ ახალი ნომერი სადაც გსურთ რომ მიიღოთ ავტორიზაციის კოდი.
3.2. თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეცვალოთ თქვენი პაროლი და დაგვიკავშირდეთ, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ თქვენს ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული.
3.3. თქვენ ასევე ვალდებული ხართ, მიიღოთ ყველა გონივრული ზომა და უზრუნველყოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის ანგარიშების დაცვა. შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ თქვენი ელექტრონული ფოსტის ანგარიშები არის დაცული და სარგებლობთ მხოლოდ თქვენ, რადგან თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პაროლის აღსადგენად. იმ შემთხვევაში თუ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტა იქნა უკანონოდ გამოყენებული, თქვენ ვალდებული ხართ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ ჩვენ და თქვენი ელექტრონული ფოსტის სერვის პროვაიდერს.
3.4. ანგარიშით სარგებლობისას არ გამოიყენოთ საერთო სარგებლობის ინტერნეტი (მაგ. Tbilisi loves you).
3.5. თქვენ ვალდებული ხართ, დაიცვათ ანგარიშით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ჩვენ მიერ მოწოდებულ ციფრული, პროგრამული ან სხვა სახის ციფრული თუ ელექტრონული წვდომის საშუალებებს ან აღნიშნულ საშუალებებთან დაკავშირებულ ყველა სახის კოდებს.
3.6. სხვა დამატებით პროდუქტებს ან მომსახურებებს, რომელთა გამოყენების უფლებაც გაქვთ თქვენ, შესაძლებელია ჰქონდეს უსაფრთხოების სხვა დამატებითი მოთხოვნები და თქვენ ვალდებული ხართ, გაეცნოთ ასეთ მოთხოვნებს;
3.7. არ შეინახოთ კონფიდენციალური ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი, პაროლი, ავტორიზაციის კოდი) კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;
3.8. არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელ. ფოსტით. ჩვენ არასდროს მოგთხოვთ ასეთი ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით; თუ თქვენ მიიღებთ მსგავსი მოთხოვნის შემცველ წერილს, დაუყონებლივ დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე (+032) 2 05 43 43), გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ და წაშალეთ წერილი.
3.9. სერვისით სარეგებლობისას ისარგებლეთ ლიცენზირებული პროგრამებით.
3.10. შემოთავაზებული უსაფრთხოების პირობების დაცვა მნიშვნელოვანია თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებისთვის, რადგან არ მოხდეს თქვენი ანგარიშის დაკარგვა, მოპარვა, სხვის მიერ უკანონოდ მითვისება ან არასანქცირებული გამოყენება.
3.11. თქვენ მიერ ანგარიშის უსაფრთოების პირობების დაუცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი:
3.11.1. თქვენს ანგარიშს დაეუფლოს მესამე პირი, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ფინანსური ზარალი, პირადი ინფორმაციის გავრცელება/გამოყენება.
3.11.2. ელექტრონული ფოსტის ანგარიშის დაუცველობამ შესაძლოა მესამე პირს მისცეს თქვენი ანგარიშის დაუფლების შესაძლებლობა, რამდენადაც ელექტრონული ფოსტა გამოიყენება პაროლის აღსადგენად.
3.12. თქვენ მიერ ზემოაღნიშნულ ნებისმიერი უსაფრთხოების ზომების დაუცველობის შემთხვევაში ჩვენ პასუხს არ ვაგებთ.
3.13. ჩვენ უფლება გვაქვს, დავბლოკოთ/შევაჩეროთ თქვენი ანგარიში, თუ ადგილი ექნება თქვენ მიერ ანგარიშის გამოყენების ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
4.1 ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება იზიფეის მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მის მერჩანტ-პარტნიორ ობიექტებში ელექტრული ფულით მომსახურების/პროდუქციის საფასურის გადახდა QR კოდის გამოყენების გზით. დავალება ვერ შესრულდება თუ გასულია აპლიკაციის აქტიური სესიის ვადა, ან თქვენს მიერ ვერ მოხდა ავტორიზება მობილურ აპლიკაცია. აპლიკაციის გამოყენებით, QR კოდით გადახდები სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, შეგიძლიათ განახორციელოთ სტატიკური ან გენერირებული QR კოდით, შემდეგნაირად:
4.1.1.1. სავაჭრო ობიექტებში - გადახდის ოპერაციის მერჩანტის მიერ გენერირებული QR კოდით;
4.1.1.2. მომსახურების ობიექტებში - გადახდის ოპერაციის კლიენტის აპლიკაციით გენერირებული QR კოდით;
4.1.1.3. მომსახურების ობიექტში - გადამხდელის მიერ ინიცირებული ოპერაციისთვის გენერირებული QR კოდით.
4.1.1.4. მომსახურების ან/და სავაჭრო ობიექტებში - სტატიკურად განთავსებული QR კოდით. ასეთ შემთხვევაში, მერჩანტი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს სტატიკური QR კოდი.
4.1.1.5 QR კოდის აპლიკაციის მეშვეობით დასკანერებით ,ან თქვენი QR კოდის გაზიარება/ჩვენებით, აძლევთ პროვაიდერს დავალებას შეასრულოს ოპერაცია. QR კოდი ზუსტად აწვდის პროვაიდერს მიმღები მერჩანტის შესახებ ინფორმცია.
4.1.1.6. დავალების შესრულებისას, მის დადასტურებამდე გეძლევათ საშუალება გადაამოწმოთ მიმღებისა და თანხის მოცულობის ინფორმაცია, შესრულება ღილაკზე დაჭერით ეთანხმებით გადახდის ოპერაციის მონაცემების სისწორეს.
4.1.2 QR კოდით გადახდის დასადასტურებლად საჭიროა აქტიური ავტორიზებული სესია მობილურ აპლიკაციაში.
4.1.3 QR კოდით შესრულებული ოპერაციები მყისიერად აისახება თქვენი ელ საფულის ანგარიშზე და ნაშთზე, აპლიკაციის გამოყენებით შეგიძლიათ იხილოთ შესრულებული ოპერაციი დეტალური მონაცემები.
4.1.4 QR კოდით გადახდების შესრულება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში მყისიერად.
4.1.5. QR კოდით შესრულებული გადახდის ოპერაციის გაუქმება შესაძლებელია მიმღები მერჩანტის მხრიდან:
4.1.5.1 QR გადახდის შედეგად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია მერჩანტის მიერ.
4.1.5.2 მერჩანტის მიერ, 4.2.1 პუნქტით განსაზღვრული თანხის დაბრუნების ინიციირება შესაძლებელია ტრანზაქციის გაუქმების ღილაკზე დაჭერით, რომლის შემდგომაც კლიენტს მიუვა შესაბამისი ინფორმაცია შეტყობინების სახით აპლიკაციაში, თანხის დაბრუნების შესახებ.
4.1.5.3 QR გადახდის შედეგად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელია QR გადახდის შესრულებიდან 30 (ოცდაათი) საბანკო დღის ვადაში.
4.2. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება იზიფეის მობილური აპლიკაციის/ვებგვერდის მეშვეობით, იზიფეის პარტნიორი ბანკ(ებ)ის საბანკო ბარათებით მომხმარებლის ელექტრონული საფულის შევსების ოპერაცია შემდეგი ნაბიჯებით:
4.2.1.1. იზიფეის აპლიაკციიდან/ვებგვერდიდან, მომხმარებელი უფლებამოსილია, აპლიკაციაში დამატებული საბანკო ბარათის ან დამატების გარეშე, საბანკო ბარათით გადარიცხოს თანხა საკუთარ ელექტრონულ საფულეზე (შეავსოს ელექტორნული საფულის ანგარიში);
4.2.1.2. ერთჯერადი გადარიცხული თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 000 ლარს;
4.2.1.1. მომხმარებელი ცნობად იღებს და იაზრებს, რომ აპლიკაციის/ვებგვერდის მეშვეობით, ბარათით ვერ შეძლებს გადახდების განხორციელებას;
4.2.1.2. მომხმარებელი, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერით ადასტურებს, რომ ელექტრონული საფულის შევსების ოპერაციის გაუქმების ინიციირება შეუძლებელია აპლიკაციიდან/ვებგვერდიდან. ამასთან, იზიფეის პარტნიორი ბანკის მეშვეობით, ოპერაციის გაუქმების აღსრულება შეუძლებელი იქნება თუკი მომხმარებლის ელექტრონულ საფულეზე არ იქნება საკმარისი ოდენობის თანხა.
5.1. ჩვენი მომსახურების მიღება ხელმისაწვდომია საქართველოში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დავუშვათ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების მიღება.
5.2. ჩვენ მომსახურების გაწევისთანავე გაწვდით შემდეგი სახის ინფორმაციას რეგისტრირებულ მობილურ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით:
5.3. საგადახდო ინსტრუმენტთან დაკავშირებით ვალდებული ხართ დაიცვათ შემდეგი პირობები:
5.3.1. საგადახდო ინსტრუმენტი გამოიყენოთ ამ ანგარიშისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად;
5.3.2. დაიცვათ საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომები, უზრუნველყოთ ამ ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვა;
5.3.3. საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ.
5.4. საგადახდო ინსტრუმენტთან დაკავშირებით ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ შემდეგი პირობები:
5.4.1. მივიღოთ ყველა შესაძლო ზომა საგადახდო ინსტრუმენტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;
5.4.2. არ გავხადოთ საგადახდო ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ამ ინსტრუმენტის მფლობელისა;
5.4.3. გაგაცნოთ საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების მოთხოვნები;
5.4.4. უზრუნველვყოთ თქვენს მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შეტყობინების ნებისმიერ დროს მიღება უშუალოდ თქვენგან ან თქვენს მიერ წინასწარ განსაზღვრული პირისგან. მოთხოვნის შემთხვევაში გიდასტურებთ შეტყობინების მიღებას, თუ შეტყობინების მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი; მომხმარებლის მიერ შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველვყოფთ საგადახდო ინსტრუმენტით შემდგომი გამოყენების აღკვეთას.
6.1. აპლიკაციის გამოყენებით, QR მეთოდით გადახდებისას, მომხმარებელი თავისუფალია ყოველგვარი საკომისიოსგან ან/და რაიმე სხვა მომსახურების ღირებულების გადახდისგან პროვაიდერის წინაშე.
6.2. ანგარიშსწორება მომხმარებელსა და მერჩანტს შორის ხორციელდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (GEL).
7.1. აპლიკაციაში არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ აპლიკაციით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენს სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს ხელშეკრულების ფარგლებში თქვენ მიერ მიწოდებული და ჩვენ მიერ მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია, (მათ შორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობილურის ნომერი და სხვა), გავუმჟღავნოთ და გადავცეთ: 1. ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს 2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით; და 3. შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებ-გვერდით სარგებლობა ან ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად. ჩვენ უფლება გვაქვს დავამუშავოთ თქვენი პერსონალური მონაცემები.
8.1. QR კოდით გადახდების დღიურ ჯამურ ლიმიტად განსაზღვრულია 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი.
8.2. პროვაიდერის გადაწყვეტილებით აღნიშნული ლიმიტები შესაძლებელია შეიცვალოს თქვენი ზეპირი/წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი მხრიდან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.
9.1. პროვაიდერი ვალდებულია:
9.1.1. გამოიყენოს საგადახდო ინსტრუმენტი ამ საგადახდო ინსტრუმენტისათვის დადგენილი პირობების შესაბამისად;
9.1.2. დაიცვას საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომები, უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვა;
9.1.3. მიიღოს ყველა შესაძლო ზომა საგადახდო ინსტრუმენტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;
9.1.4. არ გახადოს საგადახდო ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ამ ინსტრუმენტის მფლობელისა;
9.1.5. ნათლად გააცნოს საგადახდო მომსახურების მომხმარებელს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების მოთხოვნები;
9.2. პროვაიდერი პასუხს არ აგებს მის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომაზე მომხმარებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში დამდგარი შედეგისთვის. ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომაზე უარის თქმის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელია მომხმარებელი.
9.3. პროვაიდერი ვალდებულია, რომ ყველა არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შემთხვევაში, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა ანაზღაურებაზე 13 თვიან ვადაში, თუ სხვანაირად არ არეგულირებს აღნიშნულ საკითხს წინამდებარე ხელშეკრულება და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა;
9.4. პროვაიდერი ვალდებულია სწორად და დროულად მიაწოდოს მომხმარებელს ყველა საჭირო ინფორმაცია ოპერაციის შესახებ.
9.5. მომხმარებლის ვალდებულებები:
9.5.1. მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს საგადახდო ინსტრუმენტი ამ საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებისა და გამოყენებისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად;
9.5.2. მომხმარებელი ვალდებულია საგადახდო ინსტრუმენტის მიღებისთანავე გონივრული ქმედებებით უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხოდ შენახვა;
9.5.3. მომხმარებელი ვალდებულია საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან არაუფლებამოსილი გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან ამ პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ პირს.
9.5.4. დაუყოვნებლივ აცნობოს პროვაიდერის არაავტორიზებული გადახდის შესახებ;
9.5.5. მომხმარებელი ვალდებულია, არ ჩაერთოს თაღლითურ ქმედებებში;
9.5.6. დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და საქართველოს კანონდმებლობა
9.5.7. არ გამოიყენოს პროვაიდერის საგადახდო ინსტრუმენტი არაკანონიერი მიზნებისთვის.
10.1. აპლიკაციაზე განთავსებული ინფორმაცია და შემცველობა დაცულია ინტელექტუალური უფლებებით (მათ შორის საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები). აკრძალულია აპლიკაციის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი მიზნებისთვის. ციტირების შემთხვევაში, აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია აპლიკაციაში არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
11.1. აპლიკაციაში შესვლის შეფერხება შეიძლება გამოწვეულ იქნეს:
11.1.1. აღჭურვილობის გაუმართაობით, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების, სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობით;
11.1.2. პროგრამების გაუმართაობით;
11.1.3. სისტემის გადატვირთულობით;
11.1.4. ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით;
11.1.5. ზიანით, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, უამინდობით, უბედური შემთხვევით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით;
11.1.6. მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით;
11.1.7. ან ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არ არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი.
11.2. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ აპლიკაციაში შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ აპლიკაციის გამოყენებისაგან/ მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ აპლიკაციით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.
12.1. წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა მოიცავს აპლიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაცვის საკითხებს. ჩვენ მიზნად ვისახავთ თქვენი ინფორმაციის დაცვას ონლაინ სივრცეში. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას, რათა გაიგოთ, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან („მომხმარებლისგან“) და როგორ ვიყენებთ მას. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@easypay.ge.
13.1. იმისათვის, რომ სრულად და შეუზღუდავად ისარგებლოთ აპლიკაციით, აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაციის პროცედურა. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი, დაბადების თარიღი და სხვა), როდესაც თქვენ ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორცაა მაგალითად, მერჩანტთან მომსახურების/საქონლის შესყიდვა QR კოდის საშუალებით.
13.2. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ ხდება თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავება, რაც გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით თქვენგან მიღებულ მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას პერსონალური მონაცამების დაცვის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენთვის გასაწევი მომსახურების გასაუმჯობესებლად. წინამდებარე ხელშეკრულების დადასტურებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.
14.1. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (გარდა ვერიფიცირებული მონაცემებისა) აპლიკაციაში შესაბამის განყოფილებაში შესვლით ან თქვენი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენ ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია აპლიკაციით განხორციელებულ ძველ ტრანზაქციებთან.
14.2. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი/გადამწყვეტი გახდეს შემდგომი საქმიანობის განხორციელების მიზნით.
14.3. ჩვენ ვატარებთ უსაფრთხოების მრავალ ზომას პერსონალური ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჩვენს აპლიაციაზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი.
15.1. წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით და ჩვენი მომსახურების მიღებისას ითვლება, რომ ხელშეკრულება დადებულია საქართველოში, კერძოდ, ქალაქ თბილისში.
15.2. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს შპს თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი.
15.1. თქვენ არ შეგიძლიათ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ან ხელშეკრულებით თქვენთვის მონიჭებული უფლებები და მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეთ მესამე მხარეს ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. თქვენს მიერ ასეთი ქმედების ნებისმიერი მცდელობა იქნება ბათილი. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე ნაწილის ბათილობა, ავტომატურად არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას.
16.1. ხელშეკრულებაში დაგეგემილი ცვლილება ძალაში შედის ხელშეკრულებისთვის დადეგნილი ფორმით (აპლიკაციაში) გამოქვეყნების დღიდან 1(ერთი) თვის შემდეგ. აღნიშნული არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ხორციელდება საგადახდო მომსახურების საკომისიოს ოდენობის ცვლილება თქვენს სასარგებლოდ, ასევე იმ ახალ საგადახდო მომსახურებაზე, რომელიც არ ანაცვლებს და/ან არ ცვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურებას.
16.2. ცვლილებას მიეთითება აპლიკაციაზე განთავსების თარიღი.
16.3. ხელშეკრულებაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ჩაითვლება თქვენთან შეთანხმებულად, თუ ცვლილების ძალაში შესვლამდე არ შეგვატყობინებთ, რომ არ ეთანხმებით დაგეგმილ ცვლილებებს. ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება თქვენ მიერ დადასტურებულად, თუ ცვლილების ამოქმედებამდე შეთავაზებულ პირობებზე არ განგვიცხადებთ უარს. ცვლილებების ამოქმედებამდე უფლებამოსილი ხართ, შეწყვიტოთ ხელშეკრულება დაუყოვნებლივ, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის განსაზღვრული ყოველგვარი საკომისიოს, ხარჯის და პირგასამტეხლოს გადახდის გარეშე. თავის მხრივ, ცვლილებებზე უარის შემთხვევაში, ჩვენ უფლება გვაქვს, შევწყვიტოთ ხელშეკრულება ცვლილებების ამოქმედების თარიღის შემდეგ.
16.4. ხელშეკრულება დადებულად ითლება უვადოდ.
16.5. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. თქვენ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა არ წარმოშობს რაიმე დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს ჩვენ წინაშე.
16.6. ჩვენ შეგვიძლია თქვენთან შევწყვიტოთ ხელშეკრულება იმ შემთხვევაში თუ ა) აპლიკაციას გამოიყენებთ არაკანონიერი მიზნებისთვის; ბ) გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ თქვენი მონაცემები შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში; გ) ანგარიშს გამოიყენებთ სამეწარმეო მიზნებისთვის; დ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
16.7. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, თქვენი ანგარიში გაუქმდება, მაგრამ თქვენ გექნებათ საშუალება, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში ანგარიშზე არსებული თანხა გაანაღდოთ პროვაიდერის აგენტების მეშვეობით.
16.8. ჩვენ უფლება გვაქვს გაგიუქმოთ აპლიკაციაზე წვდონა, იმ შემთვევაში თუ 1 წლის განმავლობაში არ შეხვალთ მასში ან/და 1 წლის განმავლობაში არ მოხდება თქვენს ანგარიშზე თანხის დარიცხვა. გაუქმების შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება ანგარიშზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან/და ელ-ფოსტის მისამართზე.
17.1. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართოთ და დააფიქსიროთ თქვენი საჩივარი აპლიკაციის/ელექტორნული ფოსტის/სატელეფონო/წერილობითი საშუალებით მე-18 პუნქტში განსაზღვრული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
17.2. თუ თქვენ გსურთ წერილობითი საჩივრის დაფიქსირება, საჩივარი უნდა დაწეროთ სათაო ოფისში ან გამოგზავნოთ იგი პროვაიდერის მიერ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე. წერილი იწერება დირექტორის სახელზე, სადაც თქვენ უნდა მიუთითოთ: თქვენი სახელი; გვარი; პირადი/ბინადრობის მოწმობის/საქართველოს პასპორტის ნომერიგასაჩივრების თარიღი; გადახდის განხორციელებისას მითითებულ ნომერი; საჩივრის დეტალური აღწერა და მოთხოვნა; საკონტაქტო რეკვიზიტი, სადაც გსურთ რომ მიიღოთ საჩივარზე პასუხი და საკონტაქტო ტელეფონი.
17.3. ტელეფონით ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებით საჩივრის დაფიქსირებისას თქვენ უნდა მიუთითოთ: თქვენი სახელი; გვარი; პირადი/ბინადრობის მოწმობის/საქართველოს პასპორტის ნომერი; გასაჩივრების თარიღი; გადახდის განხორციელებისას მითითებულ ნომერი; საჩივრის დეტალური აღწერა და მოთხოვნა; საკონტაქტო რეკვიზიტი, სადაც გსურთ რომ მიიღოთ საჩივარზე პასუხი და საკონტაქტო ტელეფონი.
17.4. იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევისათვის აუცილებელი გახდება დამატებითი ინფორმაციის მოწოდება, პროვაიდერის შესაბამისი თანამშრომელი თქვენგან ითხოვს აღნიშნულ ინფორმაციის მიწოდებას;
17.5. თუ თქვენი საჩივარი არ იქნება წარმოდგენილი წინამდებარე ხელშეკრულების განსაზღვრული წესის შესაბამისად,ან თქვენი ინფორმაცია იქნება ხარვეზიანი და მითითებულ ვადაში თქვენს მიერ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პროვაიდერი ვერ განიხილავს საჩივარს;
17.6. თქვენ საჩივარზე პასუხი გეცნობებათ საჩივრის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 1 თვისა სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერის მხრიდან საჭირო იქნება მეტი დრო, პროვაიდერი ან პროვაიდერის შესაბამისი თანამშრომელი გაცნობებთ აღნიშნულის შესახებ, თუმცა საჩივრის განხილვის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს დამატებით 15 სამუშაო დღისა..
შპს იზიფეი
საიდენტიფიკაციო ნომერი: 405420566
სარეგისტრაციო ნომერი: 0092-2904, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 22 იანვრის N6 განკარგულება
საზედამხედველო ორგანოები:
საქართველოს ეროვნული ბანკი, ვებ-გვერდის მისამართი: www.nbg.gov.ge
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ვებ-გვერდის მისამართი: www.fms.gov.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
საზედამხედველო ორგანოები არცერთ შემთხვევაში არ არიან პასუხისმგებელნი ჩვენ მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.
ხელშეკრულება ან/და მიმდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობები ჩვენს შორის რეგულირდება ქართულ ენაზე.
ცხელი ხაზი: (+032) 2 05 43 43
ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N41 ბინა N33
ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@easypay.ge
ვებ-გვერდის მისამართი: www.easypay.ge;
ვეთანხმები, რომ შპს “იზიფეიმ” (შემდგომ - პროვაიდერი) დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები საგადახდო მომსახურების უზრუნველსაყოფად და განავითაროს ელექტრონული პლატფორმა, მათ შორის მობილური აპლიკაცია.
დამუშავება მოიცავს:
მონაცემების დამუშავების მიზნებია:
მონაცემების შენახვის ვადები:
თქვენი მონაცემები დამუშავდება პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობის განმავლობაში. თქვენსა და თქვენი ოპერაციების შესახებ ინფორმაცია შენახულ იქნება სამიქნი ურთიერთობის შეწყვეტიდან 5 (ხუთი) წლის ვადით.
5 (ხუთი) წლის ვადის გასვლის შემდგომ, თქვენი ნებისმიერი ინფორმაცია წაიშლება/განადგურდება აღდგების შესაძლებლობის გარეშე.
თქვენ გაქვთ უფლება:
მე, მომხარებელი ვადასტურებ და ვეთანხმები, რომ პროვაიდერს ვანიჭებ უფლებამოსილებას დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები ( ტელეფონის ნომერი) პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთის და გამომიგზავნოს ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით გამომიგზავნოს შემდეგი ინფორმაცია:
გაცნობიერებული მაქვს, რომ: