Branches
Loading map...
Contact Us
FAQ
საფულის გასააქტიურებლად დაჭირეთ "რეგისტრაცია" ღილაკს, შეავსეთ საჭირო ინფორმაცია და გაიარეთ ვერიფიკაციის პროცესი. სრული პროცესს მხოლოდ 5 წუთს სჭირდება.
იზიფეიში რეგისტრაციისთვის საჭიროა ეწვიოთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალს პირადობის მოწმობით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიიღებთ თქვენს ანგარიშს და შესაძლებლობას ისარგებლოთ EasyPay-ის ყველა მომსახურებით.
EasyPay-ის უსაფრთხოება სრულად უზრუნველყოფილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მკაცრი რეგულაციებით. ჩვენი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, რაც ნიშნავს, რომ EasyPay არის ლიცენზირებული სერვისების გადახდის პროვაიდერი.
მომხმარებელთა მონაცემები და ტრანზაქციები დაცულია შიფრაციისა და უსაფრთხო გადახდის პროტოკოლებით, რაც გამორიცხავს უნებართავ წვდომასა და ბოროტად გამოყენების რისკს.
EasyPay ბალანსის შევსება შესაძლებელია რამდენიმე მარტივი გზით:
- ბანკის ბარათით — ბალანსის შევსება შეგიძლიათ EasyPay-ის ვებსაიტზე ან მობილური აპლიკაციიდან ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათის გამოყენებით.
- სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან — აირჩიეთ EasyPay მენიუდან და შეიტანეთ სასურველი თანხა. თანხა მყისიერად აისახება თქვენს ანგარიშზე.
- სალაროებიდან — ბალანსის შევსება შეგიძლიათ EasyPay-ის ფილიალებში ან პარტნიორ ქსელებში არსებულ სალაროებში ნაღდი ფულით.
კომუნალური გადასახადების გადახდა EasyPay-ით ძალიან მარტივია — შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც რეგისტრაციის გარეშე, ასევე თქვენი ციფრული საფულიდან:
- რეგისტრაციის გარეშე: უბრალოდ ეწვიეთ EasyPay-ის ვებსაიტს ან აპლიკაციას, აირჩიეთ სასურველი მომსახურება (მაგ. ელექტროენერგია, წყალი, გაზი, ინტერნეტი და სხვ.), მიუთითეთ მომხმარებლის ნომერი და გადაიხადეთ ნებისმიერი ბანკის ბარათით.
- ციფრული საფულიდან: ავტორიზდით თქვენს EasyPay ანგარიშზე, სადაც შეგიძლიათ წინასწარ შევსებული ბალანსიდან მარტივად დაფაროთ ყველა კომუნალური გადასახადი — სწრაფად და უსაფრთხოდ.
თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი EasyPay ანგარიში შეიზღუდა, ან გაქვთ ეჭვი თაღლითურ მოქმედებაზე დაუყოვნებლივ დაუკავშირდით EasyPay-ის მომხმარებელთა მომსახურებას — შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზზე ან ჩატით ვებსაიტიდან / აპლიკაციიდან. ჩვენი გუნდი შეამოწმებს შემთხვევას და საჭიროების შემთხვევაში დროებით დაბლოკავს ანგარიშს ან ტრანზაქციებს უსაფრთხოების მიზნით.